პარასკევი, 19.04.2024, 05:49
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შემიფასეთ საიტი
სულ პასუხი: 742
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
MYTOP.GE
188.129.202.49:27015 Best HnS Server
მთავარი » 2010 » აპრილი » 23 » ალექსანდრე მაკედონელი (aleqsandre makedoneli)
02:06
ალექსანდრე მაკედონელი (aleqsandre makedoneli)




ალექსანდრე დიდი,
მაკედონელი
(ბერძნ.: Μέγας
Αλέξανδρος; ივლისი, დ.
20 ივლისი, ძვ. წ. 356, პელა — გ. 11 ივნისი,
ძვ. წ. 323), ასევე
ალექსანდრე III, მაკედონიის მეფე (ძვ. წ.
336-323), ერთ-ერთი ყველაზე
წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში,
სიკვიდლამდე დაიპყრო რა თითქმის
მთელი იმ დროისთვის ცნობილი მსოფლიო;
მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის
ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ
ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავუს
აოდლფუსის, ჰანიბალისა და იულიუს
კეისარის გვერძე, როგორც უდიდეს სამეხდრო
სტრატეგისტს და ტაქტიკოსს,
რომელიც კი ოდესმე არსებობდა.

ალექსანდრე
მაკედონელი მეფე
ფილიპე II-ისა და ოლიმპიას შვილი იყო. ალექსანდრეს
მასწავლებლები
იყვნენ ლეონიდასი (შესაძლოა მისი ბიძა) და არისტოტელე.
ბავშვობიდანვე
იგი სიმამაცით გამოირჩეოდა. მან გახედნა თავისი უსაყვარლესი
ცხენი
ბუცეფალი, რომლის სიკვდილის შემდეგ (ბუცეფალი მოკვდა ჰიდასპეს

ბრძოლაში ძვ. წ. 326 წელს) ალექსანდრემ ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქს ამ ცხენის

სახელი უწოდა. გარდაიცვალა ძვ. წ. 323 წლის 10 ივნისს ბაბილონში. მას

ჰყავდა სამი ცოლი: როქსანა, სტატიერა და პარისატისი. მისი ორივე შვილი,

ჰერაკლე (ბარსინა) და ალექსანდრე (როქსანა), ადრეულ ასაკში მოკლეს.


ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა პატარა ქვეყანა-მაკედონია. მაკედონიას ჰყავდა მეფე და დედოფალი. მეფეს ფილიპე ერქვა, დედოფალს კი ოლიმპიადა ფილიპე კარგი მეომარი იყო. მაკედონელებიც განთქმულები იყვნენ ცხენოსნობითა და იარაღის ხმარებით. ფილიპემ ძლიერი ჯარი შექმნა და ცოტა ხანში მაკედონიაზე გაცილებით დიდი სახელმწიფო – საბერძნეთი დაიპყრო. ამ გამარჯვებამ მაკედონიას მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი.
 სანამ ფილიპეს და ოლიმპიადას შვილი ეყოლებოდათ, ქურუმებმა უწინასწარმეტყველეს – თქვენს მემკვიდრეს ცეცხლის ძალა და ლომის გული ექნებაო.
 გამოხდა ხანი და მისანთა სიტყვები გამართლდა. ალექსანდრემ, რომელიც ოცი წლის გამეფდა, სულ რაღაც ცამეტ წელიწადში ნახევარი მსოფლიო დაიპყრო. შექმნა იმპერია, რომლის საზღვრები საბერძნეთიდან ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპირომდე ვრცელდებოდა. მისი გასაოცარი წარმატებების შესახებ უამრავი ლეგენდა შეითხზა.
 

ამბობენ, ალექსანდრე ბავშვობიდანვე არჩვეულებრივ ნიჭს და გონებას ამჟღავნებდა. ერთხელ როცა ფილიპე საომრად იყო წასული, მაკედონიას სპარსეთის ელჩები ესტუმრნენ. მამის ნაცვლად ელჩები ყრმა უფლისწულმა მიიღო. სტუმრები განაცვიფრა პატარა ბიჭის საზრიანობამ.
 ალექსანდრეს არ აღელვებდა სიმდიდრე და ფუფუნება. მისი ოცნება სახელის მოხვეჭა იყო. ერთხელ ფილიპეს მორიგი ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, უფლისწულმა მეგობრებს სინანულით უთხრა: - მამაჩემი ყველაფერს დაიპყრობს და მე აღარაფერს დამიტოვებს, თქვენთან ერთად საგმირო საქმეები რო ჩავიდინოო.
 ფილიპე ხედავდა, რომ ალექსანდრეს თავნება ხასიათი ჰქონდა. ძალდატანებით მას ვერაფერს გააკეთებინებდი, მაგრამ თუ გონივრულად და საბუთიანად ურჩევდი, იოლად დაიყოლიებდი. მეფემ გადაწყვიტა უფლისწულისთვის საუკეთესო მოძღვარი ეპოვა, რომელიც სწორი აღზრდისა და ბრძნული შეგონებების გზით მოახერხებდა მისი გონებისა და ხასიათის გაწვრთნას. ამიტომ, საბერძნეთიდან არისტოტელე მოიწვია – სახელგანთქმული მოძღვარი და ფილოსოფოსი.

 

არისტოტელემ თავისი ნიჭის, ცოდნისა და სიბრძნის შესაფერისი გასამრჯელო მოსთხოვა მეფეს უფლისწულის აღზრდისათვის. ფილიპეს უნდა აღედგინა არისტოტელეს მშობლიური ქალაქი სტაგირე, რომელიც თვითონვე დაანგრია საბერძნეთზე ლაშქრობის დროს. მისი მიმოფანტული და მონობაში გაყიდული მოქალაქეები კი უნდა გამოესყიდა და უკანვე დაებრუნებინა სტაგირეში.
 ფილიპემ უსიტყვოდ აღასრულა ფილოსოფოსის პირობა და ისიც შეუდგა ალექსანდრეს წვრთნას. მოძღვარს მცდელობა არ დაუკლია, რომ ნიჭიერი მოწაფე სრულად დაუფლებოდა მეცნიერებას, ლიტერატურას, მედიცინას, ფილოსოფიას. . . არისტოტელემ ალექსანდრე გაწაფა მეტყველებაში, რიტორიკაში, პოეზიაში; გამოუმუშავა დაკვირვების და სწრაფი ანალიზის უნარი. ამბობენ თითქოს ალექსანდრე ხშირად იმეორებდა, რომ თავისი მოძღვარი მამაზე ნაკლებად არ უყვარდა, რადგან თუ მშობელმა სიცოცხე აჩუქა, არისტოტელემ მის სიცოცხლეს უფრო დიდი ფასეულობა – ღირსება და კეთილშობილება შესძინა.
 ერთხელ ფილიპესთან შესანიშნავი რაში მოიყვანეს. რაშს ბუკეფალა ერქვა. ვაჭრები უზარმაზარ ფულს ითხოვდნენ ცხენში. ბეკეფალა მინდორში გაიყვანეს გამოსაცდელად, მაგრამ ცხენი ისეთი შფოთიანი გამოდგა, ახლოსაც ვერავინ გაეკარა – ყალყზე დგებოდა, ფლოქვებით ტარავდა მიწას, ფორიაქობდა.
 უფლისწულმა მამას ცხენის გახედვნის ნებართვა სთხოვა და მოედანზე გავიდა. რაშს თავი შეუბრუნა, მოხდენილად მოახტა და დასავლეთის მხარეს გააქროლა. არავისთვის უთქვამს, მაგრამ მიხვდა, რომ ცხენს საკუთარი ჩრდილის დანახვა აფრთხობდა და ამიტომ ბორგავდა.
 როცა გახედნილი ცხენი მამას მიჰგვარა, ფილიპემ თავზე აკოცა და სიცილით უთხრა: შენი შესაფერისი საბრძანებელი უნდა მოძებნო, შვილო, პატარა მაკედონია შენ ვერ დაგიტევსო.
 სამეფოს მართვაში ალექსანდრე უკვე 16 წლის ასაკიდან იღებდა მონაწილეობას. სანამ მამა იბრძოდა შვილი სახელმწიფო საქმეებს განაგებდა. ფილიპეს სიამოვნებდა, რომ მაკედონელები მას თავის მხედართმთავარს უწოდებდნენ, ალექსანდრეს კი მეფედ მიიჩნევდნენ. თუმცა არც ომში ჩამოუვარდებოდა შვილი მამას. პირველ ბრძოლაში ჯერ კიდევ სრულიად ყმაწვილმა მიიღო მონაწილეობა. ყველა განაცვიფრა გამბედაობითა და სიმარჯვით. როგორც ამბობენ, ლომივით ეკვეთებოდა ხოლმე მტერს და თავისი საარაკო სიმამაცით სხვა მეომრებშიც აღვიძებდა ბრძოლის ჟინს.
 


დაპყრობილ ხალხებს სძულდათ მაკედონია და სულ იმის ცდაში იყვნენ, დამოუკიდებლობა დაებრუნებინათ. მართალია ფილიპემ დაიპყრო საბერძნეთი, მაგრამ მისი დამორჩლება ვერ შეძლო – ბერძნები აჯანყებას აჯანყებაზე აწყობდნენ. ამიტომ, გამეფების შემდეგ ალექსანდრეს თავიდან მოუხდა ბერძნებთან შებრძოლება. ერთ-ერთი ბერძნული ქალაქი თებე განსაკუთრებით შეურიგებელი აღმოჩნდა.
 ალექსანდრემ უზარმაზარი ჯარი დაძრა თებეს წინააღმდეგ. თებელები თავგანწირვით იბრძოდნენ, მაგრამ რიცხვით აღმატებულებმა ისინი სასტიკად დაამარცხეს. ქალაქი აიღეს, გაძარცვეს და მიწასთან გაასწორეს, ოცდაათი ათასი კაცი მონად გაყიდეს, ექვსი ათასზე მეტი ბრძოლაში ჩახოცეს.
  ქალაქის აღებისას მაკედონელები ერთ-ერთი წარჩინებული ქალბატონის _ ტიმოკლეას სახლში შეიჭრნენ. სანამ ჯარისკაცები მის სახლს არბევდნენ, მათი წინამძღოლი ქალს აწამებდა, უნდოდა ეთქმევინებინა სად ჰქონდა ოქრო-ვერცხლი. ქალმა ბაღში გაიყვანა მაკედონელი  და ჭაზე მიუთითა. ჯარისკაცმა ჭაში ჩაიხედა. ტიმოკლეამ ხელი კრა და მოძალადე შიგ ჩააგდო. მომხდურებმა ტიმოკლეა შეიპყრეს და ალექსანდრეს მიჰგვარეს. ქალს ღირსეულად ეჭირა თავი, ამაყად მიჰყვებოდა ჯარისკაცებს.
 როდესაც ალექსანდრემ ვინაობა ჰკითხა, ქალმა უშიშრად უპასუხა: "მე შენი დაუძინებელი მტერი და შენი მტრის და ვარ. ჩემი ძმა საბერძნეთის თავისუფლებას შეეწირა!” ალექსანდრეს მოეწონა ტიმოკლეას პირდაპირობა და ქალის გათავისუფლება ბრძანა. პატივისცემას მტერიც იმსახურებს, როცა ის ღირსეულად იქცევა!
 საერთოდ ბერძენთა მტკიცე და დაუმორჩილებლურმა ხასიათმე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაკედონელთა ახალგაზრდა მეფეზე. ერთხელ, კორინთოში ყოფნის დროს, ალექსანდრემ ცნობილ ფილოსოფოსთან, დიოგენე სინოპელთან მოისურვა შეხვედრა. დიოგენე ამ დროს წამოწოლილიყო და მზეზე თბებოდა. ალექსანდრე მიესალმა ფილოსოფოსს და ჰკითხა-ჩემთან რაიმე სათხოვარი ხომ არა გაქვსო. დიოგენემ ამოხედა მეფეს, ყურადღებით დააკვირდა მის მედიდურ სახეს და მშვიდად უპასუხა: - განზე გადექი, მზეს ნუ მიჩრდილავო.
 ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ალექსანდრემ ამალას მიმართა: _ ალექსანდრე რომ არ ვიყო ვინატრებდი, დიოგენე ვყოფილიყავიო.
 

საბერძნეთის დამორჩილების შემდეგ ალექსანდრემ სპარსეთის დაპყრობა განიზრახა. უზარმაზარი, საუკეთესოდ გაწვრთნილი ჯარი შეკრიბა და სპარსეთისკენ დაიძრა. მაკედონიიდან გამგზავრების შემდეგ მთელი თავისი ქონება მეგობრებს დაურიგა. ღოდესაც ჰკითხე, ყველაფერი, რომ გაეცი შენ რაღა დაგრჩებაო, მილკედ მოუჭრა – იმედი! ამ ერთ სიტყვაში იმდენი რწმენა, დამაჯერებლობა და ძალა იყო ჩაქსოვილი, რომ ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა, პერდიკამ, აღფრთოვანებით შესძახა – "მაგ განძიდან განძიდან წილი მეც მინდა მეფფეო!” – და უარი თქვა ალექსანდრეს მიერ ნაჩუქარ ქონებაზე.
 პერდიკას მეფის სხვა მეგობრებმაც მიჰბაძეს.
 ამ განწყობით დაიძრა მაკედონელთა ლაშქარი ახალი მიწებისკენ. ცოტა ხანში ალექსანდრე მაკედონელმა ჰელესპონტი გადალახა – ზღვა, რომლის გადაღმა სპარსთა მეფის, დარიოსის სამფლობელოები იწყებოდა.
 დარიოსის სარდლებმა მდინარე გრანიკის ნაპირებზე შეკრიბეს ჯარი. მაკედონელები უცხო ქვეყნის რელიეფს არ იცნობდნენ. ნაპირი მიუდგომელი იყო. თანამებრძოლები ალექსანდრეს ურჩევდნენ, მდინარეზე არ გადასულიყო, მტერს დალოდებოდა და იქვე გაემართა პირველი ბრძოლა. მრჩევლებს მეფემ მხიარულად უპასუხა: ზღვა გადმოვცურე და ამ პატარა მდინარემ როგორ უნდა დამაფრთხოს? თუ გრანიკის შემეშინდება, ჰელესპონტი შეურაცხყოფილი დამრჩებაო. მაკედონიის მეფე მდინარეში გადაეშვა სამ მეწინავე რაზმთან ერთად – არც მტრის ისრებს დარიდებია, არც აზვირთულ ტალღებს. ნაპირზე ასვლისთანავე ჩაება ბრძოლაში.
 ალექსანდრეს ჩაცმულობა მეტად თვალშისაცემი იყო მრგვალი ფარისა და დიდი თეთრბუმბულიანი მუზარადის ჯიღის გამო. ამიტომ ყველა ცდილობდა, პირდაპირ მეფეს შერკინებოდა. მტრის მიერ გამოსტყორცნილი შუბი ალექსანდრეს ჯავშნის ნაოჭში მოხვდა, მაგრამ არ დაჭრილა.
 სანამ მხედრობა გააფთრებით იბრძოდა მეფესთან ერთად, ქვეითი ჯარიც გადმოვიდა მდინარეზე და ახლა უკვე გათანაბრდა ძალები. დარიოსის სპა დააფრთხო მაკედონელთა ელვისებუმა იერიშმა. გრანიკთან ალექსანდრემ პირველი დიდი გამარჯვება იზეიმა.
 აქედან დაიწყო ალექსანდრე მაკედონელის ტრიუმფალური სვლა აზიისკენ – მან ზედიზედ დაიმორჩილა პისიდები, პაფლაგონიელები, კაბადოკიელები, დიკიელები.
 მიუხედავად დამარცხებისა, დარიოსი არ ნებდებოდა, იმედი ჰქონდა, რომ ძალაუფლებას დაიბრუნებდა. იგი მეტად გაამხნევა იმ გარემოებამ, რომ ალექსანდრე დიდხანს დაყოვნდა კილიკიაში. ამის მიზეზი კი მეფის ავადმყოფობა იყო. ექიმები მის მკურნალობას ვერ ბედავდნენ. ეშინოდათ მარცხი არ მოსვლოდათ და ალექსანდრეს ჯანმრთელობა არ გაუარესებულიყო. იცოდნენ, მაკედონელები არ აპატიებდნენ მეფის სიკვდილს.
 მაგრამ ერთმა ექიმმა ფილიპე აქინელმა, სძლია შიშს, წამალი მოამზადა და ალექსანდრეს მიართვა. იმ დილით ალექსანდრემ ბანაკიდან წერილი მიიღო. ერთ-ერთი სარდალი აფრთხილებდა – დარიოსმა ფილიპე მოისყიდა და არავითარ შემთხვევაში მისგან დახმარება არ მიიღოო.
 ალექსანდრეს არავისთვის უთქვამს წერილის შესახებ. უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. საღამოს, როდესაც ექიმი მოვიდა, მეფემ გამოართვა ფიალა, დალია წამალი, შემდეგ კი წერილი ამოიღო და უჩვენა. ალექსანდრეს მეგობრები განაცვიფრა მეფის არაჩვეულებრივმა გამბედაობამ. რამდენიმე დღეში იგი გამოჯანმრთელდა. ხმა მეფის უშიშარი ბუნების შესახებ ელვისებური სისწრაფით გავრცელდა და ჯარში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
 მეორედ დარიოსისა და ალექსანდრეს ჯარები მდინარე პინაროსთან შეხვდნენ ერთმანეთს. ამჯერად დარიოსი უკვე თავად ხელმძღვანელობდა ლაშქარს. ალექსანდრემ ამ ბრძოლაშიც ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ თავად დარიოსი ვერ შეიპყრო, მხოლოდ მისი მშვილდი და საომარი ეტლი იგდო ხელთ.
მებრძოლებმა ალექსნდრეს დარიოსის კარავში შეიყვანეს. ეს კარავი კი არა, ოქროულობით, თვალ-მარგალიტით, ძვირფასი ხალიჩებითა და სურნელოვანი ნელსაცხებლებით სავეს უზარმაზარი სასახლე იყო. მაკედონელებს ჯერ არსად ენახათ ასეთი სიმდიდრე და ფუფუნება. თვითონ განცვიფრებულმა ალექსანდრემ კი შესძახა: ”აი თურმე რა ყოფილა მეფობა?!”
მთელი ამ ავლა-დიდებიდან მისი ყურადღება მხოლოდ ერთმა ნივთმა მიიპყრო – ეს განსაკუთრებით ძვირფასი ზარდახშა იყო. მეფემ ზარდახშა დაიტოვა და შიგ თავისი საყვარელი წიგნი, ჰომეროსის "ილიადა” ჩადო. ამ მშვენიერი წიგნის გარდა არაფეი ეგულებოდა მისი ფასი, რომ იქ შეენახა.
საერთოდ, ალექსანდრე დამთმენი, თავშეკავებული ადამიანი იყოდა ცდილობდა, არ გაენებივრებინა თავი ძვირფასი კერძებითა და სასმელებით. ხშირად იმეორებდა ხოლმე: - "ჩემმა მოძღვარმა ასკეტიზმსა და ზომიერებას შემაჩვია, მეფეს არ შეშვენის ნივთების, საჭმლი ან ღვინის მონობაში ყოფნა”
საღამო ხანს ტყვეები მოიყვანეს, მათ შორის დარიოსის დედა, ცოლი და ორი ქალიშვილი იყვნენ. მეფის ეტლის დანხვაზე ქალებმა ტირილი მორთეს, რადგან დარიოსი მკვდარი ეგონათ. ალექსანდრე ააღელვა ტყვე ქალების დანახვამ. მან განკარგულება გასცა, მათთვის მეფური პატივი და ფუფუნება არ მოეკლოთ.
მაკედონელთა მეფის კეთილშობილებამ უფრო დიდი მოწონება ჰპოვა სპარსთა შორის ვიდრე მისმა სამხედრო ხელოვნებამ. დამარცხებული მტრი მიმართ ლმობიერი დამოკიდებულება დიდად დააფესეს მაკედონელის მტრებმაც და მეგობრებმაც.
ბოლო მესამე ბრძოლა ალექსანდრე მაკედონელსა და დარიოსს შორის შექტემბრის თვეში მოხდა გავგამელებში. დარიოსმა მილიონიანი არმია შეკრიბა.
ღამით, როცა ორივე არმია ისვენებდა ალექსამდრე მრჩევლებთან ერთად კარვიდა გამოვიდა და სპარსთA ჯარს გადახედა. უზარმაზარი ველი ჩირაღდნებით იყო გაჩახჩახებული. მაკედონელები განაცვიფრა დარიოსის ჯარის სიმრავლემ. ყველა მიხვდა,რომ უძნელესი ომის გადახდა მოუწევდათ. ალექსანდრეს ურჩიეს, ღამით დასხმოდა თავს დარიოსის ლაშქარს, რათა სიბნელით საკუთAრი არმიეს სიმცირე დაეფარა. მაკედონელმა მეფური პასუხი გასცა მრჩევლებს: ”ალექსანდრე მაკედონელი გამარჯვებას არ მოიპარავს.”
ჟარები მზის სინათლეზე შეხვდნენ ერთმანეთს და მიუხედავად იმისა, რომ ცხადად ჩანდა სპარსთა რიცხობრივი უპირატესობა ალექსანდრე მაკედონელმა თავისი გასაოცარი გამბედაობისა და მხიარული ნიჭის წყალობით ამჯერადაც ბრწყინვალე გამარჯვება მიპოვ. შპარსელები უკუიქცნენ.
დარიოსმა ისევ გაქცევით უშველა თავს.
გავგამელებში გამარჯვების შემდეგ ალექსანდრე აზიის მეფედ აღიარეს. მაგრამ სანამ დარიოსი ცოცხალი იყო, ფიქრი საბოლოო გამარჯვებაზე ნაადრევი ჩანდა და მეფემ ჯარი დაადევნა გაქცეულ დარიოსს.
მაკედონელის მხედრობა გადაღლილი იყო. ჯარს უდაბურ ადგილებზე უხდებოდა გადასვლა. მებრძოლები გაითAნგნენ წყურვილისა და სიცხისგან. დევნასაც აღარ უჩანდა ბოლო. ამ გაჭირვების ჟამს ალექსანდრეს გზად რამდენიმე მაკედონელი შემოეყარა, რომელთაც წყალი მოჰქონდათ ტიკებით. როცა პაპანაქაბა სიცხეში წყურვილისაგან გათანგული ალექსანდრე დაინახეს, მუზარადი წყლით გაუვსეს და მოწიწებით მიართვეს. ალექსანდრემ გამოართვა წყალი და ის იყო უნდა დაელია, რომ შეამჩნი – უდაბნოში ხეტიალისგან გატანჯული ჯარისკაცები ხარბად შესცქეროდნენ მუზარადს. მეფემ წყალი არ დალია, სავეს მუზარადი უკან დააბრუნა, მადლობა უთხრა მგზავრებს და ჯარის გასაგონად ბრძანა: " მარტო მე ვერ დავლევ, ყველას კი ეს წყალი არ გვეყოფა!”
მეფის დიდსულოვნებით ფრთAშესხმულმა ჯარმა გასაოცარი თAვგანწირვა გამოიჩინა პირველივე ბრძოლაში, ყველა თAვგამეტებით იბრძოდ, მაგრამ მეფესთAნ ერთად მტრის ბანაკში შეჭრა მხოლოდსამოცმა კაცმა მოახერხა. ბოლოს იპივეს შუბებით განგმირული სპარსთA ხელმწიფე. დარიოსი მიწაზე ეგდო. მომაკვდავმა წყალი მოითხოვა და როცა მიართვეს მწარედ ამოიოხრა: - " აი, მეგბარო ე სწამი სიკვდილისა ყველა ჩემს უბედურებაზე უფრო მემწარა, რადგენ სიკეთისთვის სამაგიერო სიკეთეს ვეღარ გადაგიხდი.”
 ამის თქმაღა შეძლო სპარსთა მეფემ და სული განუტევა.
 ალექსანდრემ მოკლული მეფის ცხედარს თAვისი ქლამიდი გადააფარა. მაკედონელებმა მეფის საკადრისი პატივით დაკრძAლე დარიოსი.
 

ეგვიპტეში ალექსანდრე მაკედონელმა დიდი ბერძნული ქალაქების დაარსება განიზრახა. ქალაქს ალექსანდრია უნდა დარქმეოდა. ხუროთმოძღვართA რჩევით მან კიდეც მონიშნა ადგილი ამ ქალაქისთვის, მაგრამ ღამე უცნაური სიზმარი ნახა. ეჩვენა თითქოს ერთი მოხუცი ლექსით მიმართAვდა:
 "ძევს ერთი კუნძული პატარა იქ მრავალტალღოვან ზღვაში,
 ეგვიპტის მახლობლად; დამ ას უწოდებენ სახელად ფაროს.”
 ალექსანდრე მიხვდა,რომ სიზმრად ნახული მოხუცი ჰომეროსი იყო, რომელიც "ილიადას” ერთ სტროფს ეუბნებოდა. მყისვე ფაროსისკენ გაემგზავრა. იქ იხილა მეტად ხელსაყრელი ადგიი ქალაქისთვის და მაშინ აღმოხდა: "ჰომეროსი საუკეთEსო ხუროთმოძღვარი ყოფილა!”
 ალექსანდრე მაკედონელმა მომავალი ქალაქის გეგმის მოხაზვა ბრძანა. რაკიღA ცარცი ვერ იშოვეს, ხუროთმოძღვრებმა შავ მიწაზე მიმოაბნიეს ფქვილი და დიადი რკალი მოხატეს. ჩოტა ხანში, როდესაც მეფე კმაყოფილებით ათვალიერებდა ქალაქის გეგმას, საიდანღAც სხვადასხვა ჯიშის აურაცხელი ფრივველი მოფრინდა და თვალის დახამხამებაში მოასუფთAვა მიწაზე დაყრილი ფქვილი. ქურუმებმა ასე ახსნეს ეს ამბავი: შენ დაარსებ მეტედ მდიდარ ქალაქს, რომელიც მრავალი ტომის ხალხს გამოკვებავსო.”
 აზიის სრული დამორჩილების შემდეგ ალექსანდრემინდოეთზე გაილაშქრა, მაგრამ მის ჯარს უკვე დაკარგული ჰქონდა უწინდელი სიმსუბუქე და გამძლეობა. მხედრობა ისე დაიტვირთA ნადავლით, რომ გადაადგილება უჭირდა.
 მეფის უახლოესი გარემოცვა ფუფუნებასა და სიმდიდრეს მოხვეჭაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ჟარის წვრთნა, ვარჯიში, განაწესის შესრულება ყველას ეზარებოდა. მეფე ხვდებოდა, რომ მარტო სასჯელითა და სიმკაცრით ვერსა გახდებოდა. ამიტომ ძალზედ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. გარიჟრაჟზე, როცა მთელი ჯარი ერთად იყო შეკრებილი, ალექსანდრემ კოცონი დაანთებინა და საკუთარი ხელით შეყარა ცეცხლში თავისი ქონება. შემდეგ ჯარს მიმართა: _  არაფერია ფუფუნებაზე უფრო მონური და შრომაზე მეფურიო. მეფის ამ გადაწყვეტილებას მთEლი ჯარი ყიჟინით შეხვდა. ჟარისკაცებმა მთელი თავისი ქონება უპოვართ დაურიგეს, ზედმეტი ტვირთი კი დაწვეს და გაანადგურეს. მაკედონელთა ჯარი მსუბუქად დაიძრა ინდოეთისკენ.
პაროსმა, ინდოეთის ერთ-ერთი მხარის მეფემ უდიდესი ბრძოლა გადაიხადა მაკედონელთა წინააღმდეგ. პაროსს საბრძოლო სპილოები ჰყავდა.
 მაკედონელებს არასოდეს ეომათ სპილოებიანი არმიეს წინააღმდეგ, ამიტომ თავიდან კიდეც შეშინდნენ, მაგრამ ალექსანდრემ ბრწყინვალე ნიჭის წყალობით, ამჯერადაც გადალახა დაბრკოლება და ეს უჩვეულო ომიც გამარჯვებით დააგვირგვინა. პოროსი მეტად ახოვანი კაცი იყო. მას ცხენის მაგივრობას უზარმაზარი სპილო უწევდა. ღოგორც გადმოგვცემენ ამ ცხოველმა გასაოცარი გონიერება და იშვიათი მზრუნველობა გამოიჩინა თავისი მხედრის მიმართ. შანამ პოროსი მედგრად იყო, სპილო გააფთრებით იცავდა თავს და მტერს იგერიებდა, მაგრამ როცა იგრძნო, რომ მეფეს ღონე ეცლებოდა, ფრთხილად ჩაიჩოქა, გადმოსვა მიწაზე და ხორთუმით ნელ-ნელა, სათითაოდა დაუწყო ისრებს ამოცლა. პოროსი სიკვდილს კი გადარჩა, მაგრამ ტყვედ ჩაიგდეს.
 საერთოდ, ინდოეთის ბრძოლებში მრავალი საფრთხე გადახდა ალექსანდრეს და რამდენიმე მძიმე ჭრილობაც მიიღო. დიდმა სიკვდილიანობამ მისი მხედრობა საკმაოდ შეამცირა. მიუხედავად ამისა ალექსანდრე ცდილობდა ბედისწერას მედგრად გამკლავებოდა ხოლო სიძნელეები ხასიათის სიმტკიცით დაეძლია. იგი ხშირად ამბობდა: მამაცთათვის არაფერია დაუძლეველი, ლაჩარს კი ციხესიმაგრაც ვერ დაიცავსო.
 მაკედონელთA შემოსევებს წინ ვერცეთი ციხესიმაგრე ვერ უდგებოდა. წარმატებით დასრულდა ნისის აღებაც. ბრძოლის შემდეგ ალყაშემორტყმული ქალაქიდან ელჩები მოვიდნენ ზავის სათხოვნელად და მეტად განცვიფრდნენ, მეფე უბრალო სამოსით, ხელში იარაღით და ამალის გარაშე რომ დაინახეს. ალექსანდრემ პატივისცემით მიიღო ელჩები და მათი უხუცესი წარმომადგენელისათვის ბალიშის მოტანაც კი ბრძანა.
 ინდოელი ფილოსოფოსები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ალექსანდრე მაკედონელს. ისინი კითხულობდნენ, თუ რისთვის გამოიარა მაკედონიის მეფემ ამხელა გზა და რატომ მივიდა მათთან?
 ეს იყო ყვალაზე მწარე სიმართლე, რომელიც ინდოელმა ფილოსოფოსებმა უთხრეს ალექსამდრეს. დიდი ხნით უმეფოდ დარჩენილი მაკედონია იშლებოდა. ყველა დაპყრობილი ქვეყანა ცდილობდა თავი დაეღწია მაკედონელთა ბატონობისგან. მათ თAვიდან დამორჩილებას ახალი  ომები სჭირდებოდა. ჟარი კი განახევრებული და დასუსტებული იყო. ალექსანდრეც კარგავდა ჯანმრთელობას. იმპერია ისე სრაფად იშლებოდა, როგორ სწრაფადაც შეიქმნა.
 მეფესაც შეეცვალა ხასიათი – თავნება, სასტიკი, დაუნდობელი გახდა. ის სილკაღე რომელიც ასე ამშვენებდა მის გამარჯვებებს, უკვალოდ გაქრა.
 დროთა განმავლობაში ალექსანდრე გულღვარძლიანი და ეჭვიანი გახდა. აღარ სიამოვნებდა როცა ვინმე სიმართლეს ეტყოდა.
 ჟარის მოთხოვნით ალექსანდრემ დატოვა ინდოეთი. მაკედონიაში დაბრუნება ბრძანა, მაგრამ მეფეს აღარ ეწერა სამშობლოში ჩასვლა. უკანა გზა ხანგრძლივი და მტანჯველი აღმოჩნდა.
 

Mისნებმა იწინასწარმეტყველეს – მეფე ბაბილონს მოერიდოსო. მაგრამ ალექსანდრე იმდენად იყო ქებისგან გაბრუებული, მართლა სჯეროდა, რომ ღმერთის შვილი იყო და ყური არ ათხოვა მისანთა თAთბირს – არ აუარა გვერდი ბაბილონს, მაგრამ მიუახლოვდა თუ არა ქალაქს, სასტიკად ინანა თავისი საქციელი.
 Mეფე შეზარა საშინელმა ურათმა – ქალაქის შესასვლელში აურაცხელი ყვავი იერეოდა. ისინი ერთმანეთს კორტნიდნენ. მეფეს უცნაური ამბავიც ავად ენიშნა. შეეშინდა ბაბილონში შესვლა. ამიტომ მთელ დროს ქალაქის ზღუდის გარეთ გაშლილ კარავში ატარებდა, ან ნავით სეირნობდა ევფრატზე. ჩრუმორწმუნოებას მიეცა. მუდამ შიშში იყო. ქურუმებით და წინასწარმეტყველებით გაივსო სამეფო კარი, მაგრამ შიშმა ვერ იხსნა მეფე სიკვდილისგან. მისანთა წინასწარმეტყველება გამართლდა.
 მაკედონელთა მეფე – დიდი ალექსანდრე გარდაიცვალა 33 წლის ასაკში. მითი იმის შესახებ, რომ იგი ღმერთის შვილი იყო და ამიტომ – უკვდავიც, გაქარწყლდა. მიწამ შთანთქა ოცნება მსოფლიო ბატონობის შესახებ.






ნანახია: 36409 | დაამატა: X-RaY | რეიტინგი: 4.5/35
სულ კომენტარები: 60« 1 2 3 4 5 6 »
40 mariiiii:*:*  
0
momwons............:*

39 tornike  
0
araushavrs

38 teeeo  
0
auuuuu ra amowersss amdenss araa mchirdebaaa :(:(:(:(:(:(

37 tsotne  
0
:D:D aristotele iyavi ra chemi maswiic:D:D

36 xatia  
0
momewona: )) :**

35 eka  
0
magariaa dzalian :8

34 marii  
0
magaria

33 mariiaamii !! :**  
0
uuF MooVrrcHii )) : DD

32 mariiaamii !! :**  
0
ooDnaaV sHeeVaaMooKLee rra !! : DD

31 mariiaamii !! :**  
0
aaauuH Kaaiiaa MaaRaa DzaaN DiiiDiiaa MeeTKiiNaa XeeLeeBii )) : DD

1-10 11-20 21-30 31-40 41-50 51-60
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2024